05.20.2012

დღევანდელ დღეს წარმოუდგენელია ბიზნესის წარმართვა და განვითარება ვებ-გვერდის გარეშე. იგი არის თქვენი და თქვენი საქმიანობის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად წარმატებულია თქვენი ბიზნესი, აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა უნდა ექცეოდეს ვებ-გვერდის ვიზუალურ და შინაარსობრივ მხარეებს.

"IT-Build"-ი წარმოადგენს დიზაინის, ვებ-დიზაინის და პროგრამული უზრუნველყოფის სტუდიას, რომელიც გთავაზობთ უმცირეს დროში, მაქსიმალურად ხარისხიან და მრავლისმომცველ მომსახურებას. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა რომ ჩვენთან შექმნილმა ვებ-გვერდმა სრულად დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნილება ...

ჩვენი სურვილია, რომ ჩვენთან შექმნილი ვებ-გვერდი განსაკუთრებული და ამავე დროს სრულ ჰარმონიაში იყოს დამკვეთის სურვილსა და გემოვნებასთან, ჩვენი აზრით ამის მიღწევა შესაძლებელია შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ზუსტად გაგება იმისა, თუ რა სურს კლიენტს, რას უნდა ემსახურებოდეს მისთვის შექმნილი ვებ-გვერდი. ინფორმაციის ზუსტი მიღება უმნიშვნელოვანესი პროცესია.
  • მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მომავალი ვებ-გვერდის მოდელის შექმნა.
  • სტუდიის მთელი რესურსების მობილიზება, რათა ზემოთ აღნიშნული პირობები განხორციელდეს და საბოლოო წერტილი - შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი კლიენტი და წარმატების ხელშემწყობი ვებ-გვერდი.